geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ირაკლი ვაშაყმაძე
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1946

ირაკლი ვაშაყმაძე დაიბადა 1946 წლის 25 ივლისს ბაღდათის რაიონის სოფელ როხში, იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. შემდგომ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა გაზეთების რედაქციებსა და სატელევიზიო ფილმების სტუდიაში. ირაკლი ვაშაყმაძის ლექსები, ნარკვევები, პუბლიცისტური წერილები და სამეცნიერო ნაშრომები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებსა და გამოცემებში: ,,სახალხო განათლება’’, ,,სოფლის ცხოვრება’’, ,,საქართველოს რესპუბლიკა’’, ,,წუთისოფელი’’, ,,ლიტერატურული საქართველო’’, ,,საქართველოს სამრეკლო’’ და ა.შ. ამჟამად ირაკლი ვაშაყმაძე საქართველოს ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის პრესსამსახურს ხელმძღვანელობს.

თარიღი: 05/03/2020
კატეგორია: ფილოლოგი